რამდენიმე საათის წინ დადასტურდა, რომ ბარსელონას პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგაში ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
რობერტ ლევანდოვსკიმ ოქტომბრის თვეში ბლაუგრანას მაისურით ჯამურად სამი შეხვედრა გამართა და შვიდი გოლი გაიტანა.
გარდა იმისა, რომ პოლონელმა გოლების რაოდენობით ყველას გაასწრო, მან 2-2 გოლი ისეთ გუნდებს გაუტანა, როგორებიცაა სევილია და მადრიდის რეალი.
ბარსას 9-იანი ამ მომენტისთვის ლა ლიგის მთავარი ბომბარდირია. მას 11 თამაშში 14 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.