საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და იტალიური ნაპოლის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ FIFA-ს ოფიციალურ საიტთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, ხვიჩამ ახლადშეძენილ ვაჟზე, დამიანე კვარაცხელიაზეც ისაუბრა და კითხვაზე: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შენ შვილს ასწავლი, პასუხობს:"პირველ რიგში, მინდა ჩემს შვილს ვასწავლო რომ ძლიერი ადამიანი იყოს. ცხოვრება მუდმივი გამოწვევებითაა სავსე და საჭიროა, იპოვო გზები რომლებიც ამ ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარება, ასევე როცა დაეცემი, წამოდგომის ძალაც უნდა გქონდეს.
მინდა, ჩემმა შვილმა ყველა დაბრკოლება გადალახოს, და შეუპოვრობა გამოიჩინოს იმ გამოწვევებისადმი, რომელსაც ცხოვრება მოუწყობს."