ევროპაში აქტიურად განიხილავენ იდეას, რომ ტოპ ლიგებში უფრო ნაკლები შეხვედრები ჩატარდეს, ვიდრე ეს ახლაა - აღნიშნულ იდეას საჯაროდ მხარი ბარსელონას ყოფილმა მცველმა ჟერარდ პიკემაც დაუჭირა.
"მესმის, რომ ორგანიზატორების მიზანი ბევრი ფულის გამომუშავებაა, მაგრამ თავად ფეხბურთისთვის უკეთესი მგონია, თუ მატჩების რაოდენობა შემცირდება.
პარალელურად კი უფრო მეტი ექსკლუზიური (ტოპ) მატჩი უნდა ვიხილოთ - ყოველივე ეს ფეხბურთსაც წაადგება და მაყურებლისთვისაც უფრო საიტნერესო იქნება", - განაცხადა პიკემ.