"ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის" - მსოფლიო რაგბის გვერდი » სპორტის ხაზი

"ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის" - მსოფლიო რაგბის გვერდი

"ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის" - მსოფლიო რაგბის გვერდი
19-11-2022, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა კარდიფში უელსის ნაკრები ტესტ-მატჩში 12:13 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია. ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთთან სამჯერ ჰქონდათ ნათამაშები, გამარჯვება კი ბორჯღალოსნებმა ისტორიაში პირველად შეძლეს.

რასაკვირველია, ჩვენი ბიჭების წარმატება შეუმჩნეველი არც მსოფლიო რაგბისთვის ყოფილა, რომლის სოციალურმა გვერდმაც გამოქვეყნებულ ქართველების ფოტოს შემდეგი წარწერა დაურთო: "ისტორიული გამარჯვება ქართული რაგბისთვის".

"ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის" - მსოფლიო რაგბის გვერდი


შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები მსოფლიო რეიტინგის მე-7 პოზიციაზე რამდენიმე დღის წინ მე-9 ადგილიდან დაწინაურდა, ხოლო საქართველო მე-13 ადგილიდან 1 ადგილით დაქვეითდა და მე-14 პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი