ავტორიტეტულმა გამოცემამ, კერძოდ The Guardian-მა 2007 წელს დაბადებული ტალანტების სია წარმოგვიდგინა, სადაც ქართველი ვახტანგ სალიაც მოხვდა.
17 წლის ვახტანგ სალია ნიუკასლ იუნაიტედთან სერიოზულადაა დაკავშირებული და როგორც იწერება, მხოლოდ მცირე დეტალების მოგვარებაღაა დარჩენილი.
ამ მომენტისთვის ახალგაზრდა ქართველი შემტევი თბილისის დინამოში თამაშობს და მის ანგარიშზე 3 გოლი გახლავთ.