მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ამჯერად მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა პერუ დაამარცხა. ბრაზილიელებმა მეტოქისთვის ოთხი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს და დამაჯერებლად იმარჯვეს.
მასპინძლებიდან გოლები რაფინიამ (2), ანდრეას პერეირამ და ლუიზ ენრიკემ გაიტანეს. ამ მოგებით ბრაზილიელები ცხრილის მე-4 ადგილზე 16 ქულით გადავიდნენ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბრაზილია მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს, მეტოქე კი ვენესუელა იქნება.