ერთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები პოლონეთში უკრაინას შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, Crystalsport-თან მიცემულ ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილმა მოედნის საფარის მდგომარეობას გაუსვა ხაზი.
"უკეთესად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ დღეს რაც ვიხილეთ, ფეხუბრთი არ ყოფილა, რადგან მოედანმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ კარგად გვეთამაშა - საშინელ მდგომარეობაში იყო მინდვრის საფარი. ასეთ მოედანზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია.
რაც შეეხება გოლის ეპიზოდს, მანდაც ვერ გადავხტი შესაბამისად, რადგან მინდორი სრიალებდა, ჩვეულებრივი მიწა იყო, ფეხი ვერ დავდგი და გადახტომაც ვეღარ მოვახერხე", - განაცხადა მამარდაშვილმა.