რონალდინიო ამერიკული საფეხბურთო კლუბის, გრინვილ ტრიუმფის თანამფლობელი გახდა.
კლუბი სამხრეთ კაროლინაში 2018 წელს დაარსდა და აშშ-ს რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს. გაუჩო ამბობს, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს კლუბის MLS-ში დასაწინაურებლად.
როგორც ცნობილია, აქციების ნაწილი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იქნა შეძენილი.