მადრიდის "ატლეტიკომ" სოციალური მედიის მეშვეობით დაადასტურა, საუდის არაბულ ავიაკომპანია "რიად ეართან" ცხრაწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სტადიონი, რომელიც მანამდე "სივიტას" მეტროპოლიტანოს სახელით იყო ცნობილი, ამიერიდან "რიად ეარ მეტროპოლიტანო" ეწოდება.
ხელშეკრულება 2033 წლამდე გაფორმდა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმების ფარგლებში ატლეტიკო საერთო ჯამში 250-300 მილიონ ევროს მიიღებს.