ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობაში გამოძახებული სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.
ტრავმების გამო საწვრთნელ შეკრებას კობი მეინუ, გიბს-უაითი და ეზრი კონსა გამოაკლდნენ, ჯერჯერობით უცნობია მათი შემცვლელთა ვინაობა.
ინგლისი ერთა ლიგის B დივიზიონშია და მიმდინარე თვეში ფინეთსა და საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავენ შეხვედრებს.