მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი, ალეხანდრო გარნაჩო არგენტინის ეროვნული ნაკრების უახლოეს მატჩებში მონაწილეობას დაზიანების გამო ვერ მიიღებს - ინფორმაციას ფეხბურთელი თავად ადასტურებს.
უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ტრავმირებულ მოთამაშეს.
არგენტინის ნაკრები ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენესუელასა და ბოლივიას წინააღმდეგ ითამაშებს.