ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი Transfermarkt-ს სატრანსფერო ბაზრის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. აქამდე სკანდინავიელის ფასი 180 მილიონი ევრო იყო, რითაც კილიან მბაპესა და ვინისიუს ჟუნიორს უტოლდებოდა.
დღეის მონაცემებით, კი ჰოლანდის ღირებულება 20 მილიონით გაიზარდა და უკვე 200 მილიონს შეადგენს.