დოპინგტესტის ჩავარდნის გამო პოლ პოგბა უკვე დიდი ხანია ფეხბურთს ჩამოშორებულია.
ფრანგი ნახევარმცველისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ მას დისკვალიფიკაცია 2025 წლამდე შეუმცირეს და კარიერის განახლება ახალი წლიდან შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ პოგბას ხელშეკრულება ახლა იუვენტუსთან აკავშირებს, თუმცა იწერება, რომ ფრანგი "ბებერი ქალბატონის" მაისურს აღარ მოირგებს.
dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლი კარიერის განახლებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავს, თუმცა კლუბი ჯერ არ სახელდება.