ლიგა 1-ის მე-7 ტურში ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიკით "სენტ-ეტიენმა" 3:1 მოუგო "ოსერს".
ნამატჩევს, გუნდის თავკაცმა, დალოლიომ ქართველზე ისაუბრა.
"ამ საღამოს ზურიკო ბრწყინვალე იყო, 3 გოლი გაიტანა და კიდევ შექმნა შანსები. შეიძლება ითქვას, რომ მან თავისი შრომის შედეგი მიიღო.
მას ძალიან კარგი დარტყყმა აქვს და მომენტის დასრულების ალღო.
უდიდესი პოტენციალი, რომელიც სრულყოფილ ფეხბურთელად ქცევაში დაეხმარება."
- ამბობს გამოცდილი სპეციალისტი.