საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოქტომბრის თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტია, სარაევოს ფორვარდი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი.
"უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ! ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა საქართველოს ნაკრებში გამოძახება", - განუცხადა ფეხბურთელმა ნაკრების პრესსამსახურს.