ოსიმენი: "ხვიჩას გვარი რთულად წარმოითქმის, ამიტომ გუნდში ასე ვეძახდით" » სპორტის ხაზი

ოსიმენი: "ხვიჩას გვარი რთულად წარმოითქმის, ამიტომ გუნდში ასე ვეძახდით"

ოსიმენი: "ხვიჩას გვარი რთულად წარმოითქმის, ამიტომ გუნდში ასე ვეძახდით"
2-10-2024, 11:04
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე თვის წინ, სანაკრებო შესვენებაზე მყოფ ოსიმენს ნიგერიელმა ჟურნალისტმა შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვა.

ჟურნალისტი - "საკმაოდ ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ როგორ წარმოითქმის შენი ქართველი თანაგუნდელის გვარი (რომელიც გოლების გატანასა და საგოლე პასების შესრულებაში შენი მთავარი მეგობარია), ამას შეგნებულად არ წარმოვთქვამ, რადგან მსურს, რომ პასუხი შენგან მივიღო. აქ ბევრს აინტერესებს ამაზე პასუხი, ჩვენ გვსურს, რომ მისი გვარი სწორად წარმოვთქვათ.."

ვიქტორ ოსიმენი - "მისი გვარი წარმოითქმის როგორც კვარაცხელია, თუმცა გუნდში მას კვარას ვეძახით. სიმართლე გითხრათ, თავიდან მისმა გვარმა ცოტა დაგვაბნია, თუმცა შემდეგ თავადვე გვითხრა, რომ კვარა დაგვეძახა, ამიტომ მას ასე ვეძახით, რეალურად კი ხვიჩას სრული გვარი კვარაცხელიაა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი