ურთულესი ტრავმა - ლე ნორმანმა შეჯახებისას თავის ტვინი დაიზიანა » სპორტის ხაზი

ურთულესი ტრავმა - ლე ნორმანმა შეჯახებისას თავის ტვინი დაიზიანა

ურთულესი ტრავმა - ლე ნორმანმა შეჯახებისას თავის ტვინი დაიზიანა
2-10-2024, 02:21
Aa Aa
გაზიარება:

ესპანელმა მცველმა, რობინ ლე ნორმანმა თავის ტვინის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას მადრიდის "ატლეტიკოს" პრეს-სამსახური ადასტურებს.

27 წლის ფეხბურთელი "რეალთან" მატჩის დროს, აურელიენ ჩუამენის შეეჯახა. მას დახმარება მოედანზე აღმოუჩინეს.

მოგვიანებით დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებით კი დადგინდა, რომ მას თავის ტვინის ტრავმა აქვს ჰემატომით.

რეაბილიტაციას რამდენიმე კვირა, მაქსიმუმ კი რამდენიმე თვე დასჭირდება, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მოთამაშეს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი