იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელმა, ანდრეა კამბიაზომ სერია A-ში მყოფი მოთამაშეები განიხილა და მათზე კომენტარი გააკეთა.
როგორც კამბიაზო თვლის, იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო ვინგერები რაფა ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია არიან.
ჩვენს ლიგაში არაერთი მაღალი დონის გარემარბი თამაშობს, მაგრამ მხოლოდ ორია საუკეთესო, რაფა ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია. ერთიც და მეორეც ყველასგან გამორჩეულია, რადგან ისინი უსაზღვროდ ძლიერები არიან!
- ამბობს კამბიაზო.
ცნობისთვის, კვარაცხელიას იტალიის ლიგაში უკვე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი, რის ხარჯზეც ქართველი ბომბარდირთა დავის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.