ბოსნიის ნაკრების 34 წლის ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა რუსულ კლუბთან ცსკ-სთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ცსკა დიდი კლუბია გრძელი ისტორიით - ამ კლუბს დიდი პოტენციალი აქვს და აქ ისეთი ლეგენდები თამაშობდნენ როგრიც იგორ აკინფეევია. მიხარია, რომ ცსკას შემოვუერთდი", - განაცხადა პიანიჩმა.
ცნობისთვის, 2 წლის წინ პიანიჩმა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში თამაშზე უარი თქვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.