კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტურის ორი საბოლოო შეხვედრა შედგა, სადაც გამარჯვება დინამოებს დარჩათ.
დინამო თბილისი 3:2 კოლხეთი 1913
88-ე წუთამდე აგებდა დინამო, მაგრამ გვატემალელმა ოსკარ სანტისმა ჯერ თავურით გაათანაბრა, მერე კი ისევ სანტისის პასს მოჰყვა ვასილიოს გორდეზიანის გადამწყვეტი გოლი და 3:2.
დინამო თბილისი მეექვსე ადგილზეა, ფოთელები კი მეშვიდეზე არიან.
დილა 1:2 დინამო ბათუმი
დილა მეორე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება ტორპედოს, ხოლო დინამო ბათუმი მეოთხეზე პოზიციას იკავებს.