კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრი" საუდის არაბეთის ჩემპიონატში "ალ-ვეჰდას" დაუპირისპირდა და 2:0 სძლია.
პირველი გოლის ავტორი ანგელო გახდა, ხოლო ტაბლოზე საბოლოო ანგარიში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააფიქსირა და კარიერაში 903-ე გოლიც ჩაიწერა.