VIDEO: როგორ დახვდნენ იტალიელი ფანები ფეხბურთელებს » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

VIDEO: როგორ დახვდნენ იტალიელი ფანები ფეხბურთელებს

VIDEO: როგორ დახვდნენ იტალიელი ფანები ფეხბურთელებს
13-07-2021, 11:16
Aa Aa
გაზიარება:

იტალიაში სრული საფეხბურთო ზეიმია. გამარჯვებულს ფეხბურთელებს გულშემატკივრები რომში უდიდესი ოვაციებით დახვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ აეროპორტში დახვდათ თვით იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა.

რომში მადლობა გულშემატკივრებს მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ და გუნდის კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ გადაუხადეს. ასე მიმართა მანჩინიმ ქომაგებს:

''როგორც იქნა, იტალიაში საფეხბურთო ზეიმი დაბრუნდა. იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი ფურცელი ჩავწერეთ. ამ გამარჯვებას ყველა იტალიელს ვუძღვნით, მათ შორის მატეო ბერეტინისაც. მჯერა, მომავალში უიმბლდონს მოიგებს''.


ჯორჯო კიელინიმ პრეიდენტს, რომელიც თავის ნაკრებს "უემბლიდან" ქომაგობდა უღრმესი მადლობა გადაუხადა:

''პრეზიდენტო თქვენი ''უემბლიზე'' ყოფნა მნიშვნელოვანი ჟესტი იყო. გვინდოდა თქვენთვის და ყველა იტალიელისთვის გამარჯვება მიგვეძღვნა. ამ წარმატებას ასევე ვუძღვნით იტალიის ნაკრების ყველა ქომაგს მთელს მსოფლიოში. ასევე, დავიდე ასტორის, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო. ის ყველას გულშია, ის ყველას ახსოვს, ვინც მას იცნობდა. ჩვენ იტალიელი ძმები ვართ. მზად ვართ, იტალიისთვის ყველაფერი გავაკეთოთ''.


შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი პირველად 1968 წელს მოიგო, მას შემდეგ 53 წელი გავიდა და "სკუადრა აძურამ" როგორც იქნა მოახერხა ჩემპიონობა.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი