მომენტი, რომელიც ბევრს გამორჩა - ამის გამო იტალიელმა ქომაგებმა ხვიჩა კიდევ უფრო დააფასეს » სპორტის ხაზი

მომენტი, რომელიც ბევრს გამორჩა - ამის გამო იტალიელმა ქომაგებმა ხვიჩა კიდევ უფრო დააფასეს

მომენტი, რომელიც ბევრს გამორჩა - ამის გამო იტალიელმა ქომაგებმა ხვიჩა კიდევ უფრო დააფასეს
16-09-2022, 12:11
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლიმ” “რეინჯერსი” 0-3 დაამარცხა და ამაში თავისი დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.

ხვიჩამ მეორე პენალტი მოიპოვა, რომელიც პოლიტანომ შეასრულა. მანამდე პირველი პენალტის დროს ბურთთან ზელინსკი მივიდა და ორჯერ გააცუდა.

ამ მომენტში ბურთთან პოლიტანოა მისული და კვარა ზელინსკის გადაეხვია, ჩაეხუტა და გაამხნევა.

“ნაპოლის” ფანები ამ ყველაფერს განსაკუთრებული სიყვარულით შეხვდნენ და აღნიშნავენ, რომ დღეს “ნაპოლი” ერთი გუნდია.

ერთ-ერთმა ფანმა ასეთი კომენტარი დაწერა: “თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხვიჩას გუშინ არ გაუტანია, ნამდვილად ცდება”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი