მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია, თუმცა, ქართველი მეკარი 1-წლიანი იჯარის წესით კვლავ ვალენსიაში რჩება და მერსესაიდულ კლუბს მომდევნო სეზონში შეუერთდება.
ესპანური გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, ლივერპული მამარდაშვილს ძალიან აფასებს და სწორედ ამიტომ, გარდა იმ ხელფასისა, რომელსაც ახალგაზრდა მეკარე ვალენსიასგან მიიღებს, ლივერპული მას დამატებით მცირე პრემიებსაც გადაუხდის.
მომავალ წელს ალისონ ბეკერის გუნდიდან გაშვება უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის, თუმცა მამარდაშვილში გადახდილი თანხა იმას ნიშნავს, რომ ენფლიდის მესვეურები ფსონს ქართველის სასარგებლოდ დებენ.