'ძალიან ცოტა დააკლდა' - FIBA-მ თორნიკე შენგელია მორიგ ჯერზე გამოარჩია » სპორტის ხაზი

'ძალიან ცოტა დააკლდა' - FIBA-მ თორნიკე შენგელია მორიგ ჯერზე გამოარჩია

'ძალიან ცოტა დააკლდა' - FIBA-მ თორნიკე შენგელია მორიგ ჯერზე გამოარჩია
16-11-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ნოემბრის საკვალიფიკაციო ფანჯრის შემდეგ, ფიბა-მ ყველა მონაწილე ნაკრების გამორჩეული კალათბურთელი დაასახელა. ალბათ არავის გაკვირვებია ის ფაქტი, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებიდან გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია გამოარჩიეს, რომელიც ტრამვის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა და ულიდერა კიდეც.

“შენგელიას ძალიან ცოტა დააკლდა, რათა საქართველოს ნაკრები გასულ საკვალიფიკაციო ფანჯარაში ორ ფანტასტიკურ გამარჯვებამდე მიეყვანა, თუმცა, მხოლოდ ისლანდიაში მოგებული თამაშიც დიდი მოვლენა იყო. საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი რეიკიავიკში მართლაც შეუჩერებელი იყო და 27 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. აღმოსავლეთევროპელები შინაურ კედლებში კინაღამ აჯობეს იტალიელებსაც, თუმცა, იმავე შენგელიას ბოლო შეტევაში წამის მეათედები დააკლდა. მძიმე ფორვარდმა თბილისური თამაში 15 ქულით, 6 პასით, 4 მოხსნით და თითო ჩაჭრა-დაფარებით დაასრულა." - ვკითხულობთ FIBA-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

'ძალიან ცოტა დააკლდა' - FIBA-მ თორნიკე შენგელია მორიგ ჯერზე გამოარჩია

თორნიკე გამორჩეული იყო

L ჯგუფიდან, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს თორნიკეს გარდა ფიბა-მ მარკო სპისუ (იტალია) ; ტრიგვი ჰლინასონი (ისლანდია) ; ილია სიდოროვი (უკრაინა) და კეიე ვან დერ ვუურსტიც (ნიდერლანდები) გამოარჩია.

ჯგუფში არსებულ მდგომარეობას რაც შეეხება, აღნიშნული ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უკვე გასულები არიან ესპანეთი და იტალია, მე-3 საგზურისთვის კი საქართველო, ისლანდია და უკრაინა იბრძვიან. გასვლის ყველაზე რეალური შანსი სწორედ საქართველოს აქვს - თუ ილია ზუროსის შეგირდები გაისად ნიდერლანდებსა და ისლანდიას მოუგებენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი