აჩი არველაძე თვეების წინ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავით გორგილაძის გადაცემას გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, აჩიმ პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზეც გააკეთა კომენტარი.
"როგორც კი მე პოლიტიკურ მოედანზე შევალ, მარტივად რომ ვთქვათ, ხაზს ვუსვამ 50%-ს იმ ადამიანების, ვისაც ჩემი პოლიტიკური ხედვა არ მოეწონება. მე ვერ გავცვლი ამას პოლიტიკაზე, ღმერთმა არ დამაჭირვოს და გამაჭირვოს, რომ წავიდე პოლიტიკაში.
მქონია შემოთავაზება, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ვყოფილიყავი, ჩემს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო თინა ხიდაშელი, მინდა, მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ისეთი პარტიიდან მქონდა შემოთავაზება, რომ უპრობლემოდ მოვიგებდი. პირველივე შეგრძნება რაც მქონდა, ის იყო, რომ თინა ათასი კილომეტრით მჯობია იმ ყველაფერში, რაშიც ვეჯიბრებოდი. და იმის გამო, რომ საშუალება მქონდა საარჩევნოდ პარტიას შევეფუთე და ვიტრინაში გამოვეჩინე, ამაზე არ უნდა წავსულიყავი... ამიტომაც არ დავთანხმდი", - განაცხადა აჩიმ.