"ამასთან შეგუება არ შეიძლება!" - ვის გაუბრაზდა კევინ დე ბრუინი » სპორტის ხაზი

"ამასთან შეგუება არ შეიძლება!" - ვის გაუბრაზდა კევინ დე ბრუინი

"ამასთან შეგუება არ შეიძლება!" - ვის გაუბრაზდა კევინ დე ბრუინი
10-09-2024, 17:50
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ერთა ლიგაზე მორიგი მატჩი ჩაატარა დომენიკო ტედესკოს ბელგიამ, რომელმაც გასვლაზე საფრანგეთთან 2:0 წააგო.

მატჩის დასრულების შემდეგ ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული იყო კევინ დე ბრუინი, რომელმაც თანაგუნდელები მკაცრად გააკრიტიკა.

კევინმა ნათლად თქვა, რომ ბელგია ისეთი ძლიერი ვეღარ არის, როგორიც 2018 წლის მუნდიალზე იყო, თუმცა ზოგიერთი მოთამაშე სათანადოდ არც კი იხარჯება, ეს კი ბელგიელთა კაპიტანს ძალიან არ მოეწონა.

სხვათა შორის, ემოციურ ფონზე კევინი იმასაც გაიძახოდა, რომ წასვლას აპირებდა. ვნახოთ, თუ რამდენად დატოვებს ეროვნულ გუნდს ბელგიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი