საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის რიგით მეორე შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე გამართავს, მეტოქე კი ალბანეთი იქნება.
აი, რას წერს ალბანეთში ჩასული საქართველოს ნაკრებზე ადგილობრივი მედია:
ქართველებს არწივთა ბუდეში მოუწევთ ჩამოსვლა და თამაში! ურთიერთშეხვედრებში საქართველოს უპირატესობა აქვს, თუმცა ეს ალბანეთი სულ სხვა გუნდია და დანებება არცერთი მეტოქის წინაშე არ იცის!
ალბანელები ზეიმის გაგრძელებისთვის ემზადებიან, რომელიც აქამდე უკრაინასთან დაიწყო. ალბანეთს ახლა გამარჯვებისთვის მომართული გუნდი ჰყავს და მე-12 მოთამაშის, ანუ გულშემატკივრის როლიც დიდი იქნება.
- წერს ალბანური Air Albania.