სტივენ ბერგვაინის "ალ-იტიჰადში" ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, კუმანმა ბერგვაინს გადაწყვეტილება დაუწუნა და აღნიშნა, რომ ასეთ ასაკში საუდის არაბეთში წასვლის გამო, ფეხბურთელისთვის ნაკრების კარი დაიკეტა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ფულის საშოვნელად მიდიან.
"რონალდ კუმანის გუნდში თამაში ისედაც აღარ მინდოდა. არ ვაპირებ ვითამაშო ასეთ კაცთან, რომელმაც საჯაროდ ასე შემარცხვინა.
შეეძლო დაერეკა, ისტორიის ჩემი მხარე მოესმინა. როგორ შეიძლება პრესაში ასეთი რაღაც თქვა ისე, რომ მე არც კი დამელაპარაკო?
არ ვაპირებ ტყუილი ვთქვა, საუდის არაბეთში ფინანსურად ძალიან გავუმჯობესდები, ამასთანავე სპორტული მხარეც საინტერესოა, ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც ვითამაშებ."- უპასუხა 26 წლის შემტევმა კუმანს.