სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის "შახტარი" ახალგაზრდა ქართველი მცველი, ლუკა ლაცაბიძე, უკრაინულ გრანდს იჯარის წესით დატოვებს და ოდესის "ჩერნომორეცში" ითამაშებს.
2023 წლის დასასრულს ლაცაბიძემ "დინამო თბილისი" 700 ათასი ევროს სანაცვლოდ დატოვა და დონეცკელებთან 5-წლიან ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი.
ლუკას "შახტარის" პირველ გუნდში არ უთამაშია.