27 წლის ურუგვაელი მცველი ხუან იზკიერდო გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
გასულ კვირას კოპა ლიბერტადორესის შეხვედრაში "ნასიონალისა" და "სან პაულუს" დაპირისპირების დროს, სტუმარი გუნდის მცველი მოედანზე უგონოდ დაეცა, ხუან იზკიერდო სტადიონიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
4-დღიანი მკურნალობის შემდეგ სამწუხაროდ, ფეხბურთელს არითმიის გამო გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.