მიუნხენის ბაიერნის ყოფილი და ამჟამად კატალონიის ბარსელონას თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ესპანურ MARCA-ს ესაუბრა და ბევრ საინტერესო თემაზეც ისაუბრა, მათ შორის მოკლე კომენტარი ბაიერნის დატოვებაზეც გააკეთა:
"არ მსურდა მთელი ცხოვრება ერთ ლიგაში მეთამაშა. ბარსელონაში გადასვლა მსურდა და ეს გავაკეთე.
ახალი შეძენილი ფეხბურთელებითა და თამაშის ახალი სისტემით თამაში რთულია, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ - შემდეგი სეზონი ჩვენთვის ბევრად უკეთესი იქნება. უფრო მეტად სტაბილურები ვიქნებით", - განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა.
ცნობისთვის, 34 წლის ფორვარდი ბარსელონას გასულ ზაფხულს, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.