კატალონიის ბარსელონამ ახალგაზრდა ნიჭიერი ცენტრალური მცველი, მიკა ფაი დაკარგა, რომელიც კარიერას რენში გააგრძელებს.
ფაი ბარსას დაცვის ხაზის მომავალ ნათელ წერტილად მოიაზრებოდა, თუმცა კატალონიელთა პრეზიდენტმა პრიორიტეტი გადახდილ თანხას მიანიჭა.
ფრანგულმა კლუბმა ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ბარსას სხვადასხვა ფინანსური საკითხის მოგვარებაში გამოადგება.
ცნობისთვის, ახლა ბარსელონასთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საზრუნავი ახლადშეძენილი დანი ოლმოს პირველ გუნდში დარეგისტრირებაა.