დარასელიას თასი იწყება - გიორგი მამარდაშვილის კომენტარი » სპორტის ხაზი

დარასელიას თასი იწყება - გიორგი მამარდაშვილის კომენტარი

დარასელიას თასი იწყება - გიორგი მამარდაშვილის კომენტარი
23-08-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დარასელაის თასის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

დარასელიას თასზე პირველად ვითამაშე უცხოური გუნდის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამეხმარა – დიდი გამოცდილება მივიღე. ასეთ ტურნირებზე თამაში მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რათა გამოცდილება მიიღონ და მომავალში უფრო დიდ დონეზე თამაში გაუმარტივდეთ.

იმ ფეხბურთელების უმრავლესობა, ვინც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში წარმატებას მიაღწია, „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, პატარაობისას დარასელიას თასზეც ბევრმა ითამაშა და გამოცდილება მიიღო.

ზოგადად, ასეთი ტიპის ტურნირები ფეხბურთელისთვის ტრამპლინია, რათა შემდეგ მაღალ დონეზე ითამაშოს. ამიტომ ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ ეს შანსი კარგად გამოიყენონ, მაღალ დონეზე მოემზადონ, ითამაშონ და დაამტკიცონ, რომ მაგრები არიან. თამაშებს ბევრი სკაუტი, აგენტი და მენეჯერი დაესწრება და თავს თუ გამოიჩენენ, უცხოურ კლუბში გადასვლის შანსი გაუჩნდებათ.

„ვალენსიის“ აკადემიისა და პირველი გუნდის ფეხბურთელები ერთ ბაზაზე ემზადებიან და ერთმანეთთან ახლოს არიან. ძალიან კარგი აკადემიაა, სადაც ტალანტები იზრდებიან. ჩემი აზრით, თბილისის ტურნირზე „ვალენსია“ ძლიერი გუნდით წარსდგება.

- თქვა მამარდაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი