ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ახალი სეზონის ორი ტური უკვე გაიმართა და გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდთან ერთად ორივეში ბრწყინვალედ ითამაშა.
პირველ ჯერზე ჩაკვეტაძემ გასაოცარი ჯარიმა გაიტანა, მეორე შემთხვევაში კი ქართველმა ფეხბურთელმა თავი გაკეთებული საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ მეორე მატჩში, სტოკ სიტის წინააღმდეგ ჩაკვემ 7 საგოლე მომენტი შექმნა, რაც უოტდორდის ისტორიაში 2013/2014 წლებიდან საუკეთესო მაჩვენებელია.
ჩაკვეტაძის საოცარ პერფორმანსს შეუმჩნევლად არც გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტომ კლევერლი ტოვებს, რომელიც ქართველის დიდი გულშემატკივარია და მას ყოველ პრესკონფერენციაზე ძალიან აქებს!