ცნობილი გახდა, რომ ნიკო უილიამსის ვერგადაბირების შემდეგ, "ბარსელონას" რაფაელ ლეაოს შეძენა სურს.
აღნიშნულზე La Gazzetta Dello Sport წერს, რომ ბარსელონასთვის პორტუგალიელის შეძენა შეუძლებელი იქნება, ვინაიდან მილანელები შემტევში კოლოსალურ თანხას, 175 მილიონ ევროს ითხოვენ.
ამ დროისთვის, "ბარსელონა" ვერ არეგისტრირებს შემადგენლობაში დანი ოლმოსაც.