სამშობლოში ეძახიან - სანიოლი საქართველოს ნაკრებს ტოვებს? » სპორტის ხაზი

სამშობლოში ეძახიან - სანიოლი საქართველოს ნაკრებს ტოვებს?

სამშობლოში ეძახიან - სანიოლი საქართველოს ნაკრებს ტოვებს?
20-08-2024, 11:46
Aa Aa
გაზიარება:

ტიერი ანრიმ საფრანგეთის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ამავე პოსტის ჩაბარების ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კი ვილი სანიოლია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელს საფრანგეთის ახალგაზრდული გუნდი 2013/2014 წლებში უკვე ჰყავს გაწვრთნილი, ევრო 2024-ზე მიღწეული წარმატების შემდეგ კი სანიოლს სამშობლოში სამუშაო ვარიანტი კვლავ გაუჩნდა.

ათი წლის წინ სანიოლი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა, შემდეგ კი ბორდოსა და ბაიერნში მუშაობდა. ახლა ის საქართველოს ნაკრებშია და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული შედეგის შემდეგ, ის შესანიშნავ მწვრთნელთა კატეგორიაში უნდა მოვიაზროთ.

ტიერი ანრის ჩასანაცვლებლად ათიოდე კანდიდატი სახელდება, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ სანიოლია. ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, რატომაც არა? მას შეუძლია, რომ კიდევ ერთხელ ჩაიბაროს ახალგაზრდული ნაკრები.

- დაწერა 90min-მა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან მუშაობს. მან 3 წლის წინ ეროვნულ გუნდში სლოვაკი სპეციალისტი, ვლადიმერ ვაისი ჩაანაცვლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი