გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ჩემპიონშიპის მეორე ტურში შინ "სტოკ სიტი" მიიღო და 3:0 გაანადგურა.
ქართველი ნახევარმცველი ძირითადში იყო და მწვრთნელმა 84-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანა. ჩაკვე გუნდს ბრწყინვალედ გაუძღვა და მესამე გოლისას საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.
საფეხბურთო სტატისტიკურმა ვებსაიტმა Sofascore ჩაკვეტაძის ასპარეზობა შეხვედრაში 8.2 ქულით შეაფასა, რაც მეორე საუკეთესოა ორივე გუნდიდან.