სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა "დინამო არენას" ოფიციალური წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისადმი.
წერილში აღნიშნულია, რომ ვინაიდან პირველი იარუსი ექსპერტების მოსაზრებით საჭიროებს დეტალურ შემოწმებას, აღნიშნულის განხორციელებამდე შესაძლებელია სარგებლობა მეორე იარუსით, ვიპ ლაუნჯითა და სქაი ბოქსებით, რომლითაც შესაძლებელია 41 000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობა.
ცნობისთვის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, სადაც სულ მალე საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გაიმართება, 27 400 მაყურებელზეა გათვლილი.