Globo-ს მტკიცებით, საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის სპორტის სამინისტროს სახელით ვინისიუს ჟუნიორთან და მზად არიან ბრაზილიელი 1 მილიარდ ევროდ გამოისყიდონ, რათა ის "ალ-აჰლიში" გადავიდეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ერთი თვეა მიმდინარეობს, ვინისიუსი შეთავაზების მოლოდინშია, "რეალი" მის გაშვებას არ აპირებს, მაგრამ კონტრაქტში 1-მილიარდიანი გამოსასყიდი პუნქტია შეტანილი. არაბული კლუბი ბრაზილიელს ხუთი წლით თავიანთ გუნდში გადაბარგებას სთავაზობს.
ცნობისთვის, ვინისიუსი "ბლანკოსთან" ხელშეკრულებით 2027 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული,