შვეიცარიული ბაზელის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ გაბრიელ სიგუა ლუცერნთან ამხანაგური მატჩისას შეჯახების დროს საავამდყოფოში გადაიყვანეს.
საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი კლინიკიდან უკვე გამოწერეს. როგორც ბაზელის გვერდი წერს, სიგუას ორ ადგილას ჰქონდა დაზიანება.
ირკვევა, რომ სიგუამ ტრავმა კოჭის არეში მიიღო და რამდენიმე კვირა ბაზელს ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, სიგუას ტვინის შერყევის ნიშნებიც აღენიშნება.
19 წლის გაბრიელ სიგუა ბაზელში რიგით მეორე სეზონს ატარებს. შვეიცარიულ გრანდში ქართველი დინამო თბილისიდან გადავიდა.