საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ინგლისის უოტფორდის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ინგლისში გამონაკლისებიც არსებობს.
ქართველ შემტევს გამვლელმა სთხოვა, ფოტო გადამიღეო. გიორგიც არ დაზარდა და უცხო პიროვნებას ფოტო დიდი მონდომებით გადაუღო - არადა, როგორც წესი, ფოტოებს სამახსოვროდ ჩაკვეტაძესთან იღებენ ხოლმე.
"მოკლედ, ლონდონში ვართ: მე, ჩაკვე და ჩვენი მეგობარი დათა ვსეირნობთ ქუჩაში, უცხო ადამიანი მიადგა ჩაკვეს, ფოტო მინდაო, ესეც გაემზადა, დიდი სიამოვნებითო და ფოტო გადააღებინა", - წერს Geo Team.
იხილეთ ვიდეო: