გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა ფეხის კუნთის დისკომფორტის გამო არ ივარჯიშა, რაც სიმართლე არ გამოდგა.
ჟურნალისტმა დარიო სარნატარომ ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კვარაცხელიას არავითარი პრობლემა არ აქვს და უბრალოდ დაასვენეს.
ინფორმაციას იტალიური გამოცემა "კორიერე დელო სპორტიც" ადასტურებს - "კვარაცხელია შაბათს, სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში, თასზე "მოდენასთან" აუცილებლად ითამაშებს."
შეხვედრა 10 აგვისტოს, მარადონას სახელობის სტადიონზე, საქართველოს დროით 23:15 საათზე აიღებს სტარტს.