მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს საფეხურთო ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დედამ სოციალურ ქსელში სპეციალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც გიორგი ვიზუალს უსმევდნენ ხაზს.
აღნიშნულ ფაქტს ასევე ნაკრების წევრის, გიორგი გველესიანის მეუღლე ლინა კიკოლაშვილიც გამოეხმაურა.
"რა უხერხულია როდესაც ასეთი საამაყო შვილის დედას უწევს მსგავსი კომენტარის გაკეთება.
სულ მგონია როდესაც ადამიანი ბედნიერია ამ სიბოროტეების წერისთვის არც სცალია და არც სურვილი აქვს. მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი რომ მსგავსი ადამიანები ვერც სულიერ სიმშვიდეს და ვერც ბედნიერებას ვერ იპოვიან ცხოვრებაში, სანამ არ განთავისუფლდებიან ბოღმისგან და ბოროტი ფიქრებისგან.
ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელმაც ზუსტად იცის რომ დროებითია და გარდაიცვლება, მაგრამ მაინც ამდენ ბოროტებას ჩადის", - წერს ლინდა.