აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის ახალ სეზონში დავით ვოლკოვის "ზირამ" პირველი შეხვედრა "საბაილის" წინააღმდეგ ითამაშა და 4:1 მოიგო.
შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ მასპინძელთა ქართველი თავდამსხმელი დავით ვოლკოვი, რომელმაც 4-დან სამი გოლი მე-12, 27-ე და 45-ე წუთებზე გაიტანა, რითაც გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ცნობისთვის, ამ უქმეებზე ეს უკვე მეორე ქართული ჰეთ-თრიკია, ბუდუ ზივზივაძის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი დავით ვოლკოვმაც გაახარა.
იხილეთ ვოლკოვის ჰეთ-თრიკის ვიდეოკადრები: