'დილის 6 საათზე ბაზაზე მიდიოდა, ბრუნდებოდა, ჭამდა, წყალს ივლებდა და...' - ბადრი კვარაცხელია შვილზე საუბრობს » სპორტის ხაზი

'დილის 6 საათზე ბაზაზე მიდიოდა, ბრუნდებოდა, ჭამდა, წყალს ივლებდა და...' - ბადრი კვარაცხელია შვილზე საუბრობს

'დილის 6 საათზე ბაზაზე მიდიოდა, ბრუნდებოდა, ჭამდა, წყალს ივლებდა და...' - ბადრი კვარაცხელია შვილზე საუბრობს
10-11-2022, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

ბადრი კვარაცხელია "სარბიერთან" სტუმრობისას თავის შვილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. უფროსი კვარაცხელია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ფეხბურთისადმი დიდი ინტერესისა, ხვიჩა სკოლაშიც წარმატებული იყო.

„პატარაობისას ფეხბურთის გარდა, არაფერზე ფიქრობდა. მეზობლებს არ ასვენებდა. როცა დასავლეთიდან თბილისში ჩამოვდიოდით, ეზოში ვერც ერთ ბავშვს ნახავდით, ერთ წრეს დაარტყამდა და 10 ბავშვი მოჰყვებოდა. კორპუსის ქვეშ, სადაც ახლა ვცხოვრობ, კედელია, ფანჯარა არაა და იქ ურტყამდნენ ბურთს. ხმაური რომ იყო, მეზობლები ამბობდნენ, კვარაცხელიები ჩამოვიდნენო.

'დილის 6 საათზე ბაზაზე მიდიოდა, ბრუნდებოდა, ჭამდა, წყალს ივლებდა და...' - ბადრი კვარაცხელია შვილზე საუბრობს

ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ "სარბიელთან"

როცა დინამოში იყო, დილის 6 საათზე დგებოდა, მიდიოდა პირველი ავტობუსით ბაზაზე, შემდეგ ბრუნდებოდა სახლში, ჭამდა, წყალს გადაივლებდა და სკოლაში მიდიოდა. ზამთრის პერიოდი იყო, ღამე, თავს არ გვაცილებინებდა, სადარბაზოსთან ჩავდიოდი, ვხედავდი, რომ გზაზე გადადიოდა, სანამ 10-15 წუთი ტრანსპორტს ელოდა, ფანჯრიდან ვუყურებდი. უნდოდა ფეხბურთის თამაში, ძალიან კარგადაც სწავლობდა სკოლაში.

სკოლიდან როგორც კი მოდიოდა, გაკვეთილებს ამზადებდა, მერე ეზოში ჩადიოდა და ისევ ვარჯიშობდა." - ამბობს ბადრი კვარაცხელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი