ფიფამ მსოფლიო რეიტინგი მორიგ ჯერზე განაახლა და ცვლილება საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც შეეხო, რომელმაც ევრო 2024-ზე პირველი შეხვედრა სულ რამდენიმე დღის წინ გამართა.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი აქამდე 75-ე პოზიციას იკავებდა, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ დაღმასვლით მომავალ ბოსნიას მალე გადავუსწრებდით და ასეც მოხდა.
საქართველო ახალი რეიტინგის მიხედვით არა 75-ე, არამედ 74-ე პოზიციას იკავებს, ჩვენს წინ კი ისეთი ნაკრებები არიან, როგორებიცაა ჩრდილოეთ ირლანდია და მონტენეგრო.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ თამაშს 22 და 26 ივნისს ჩაატარებს.