უკრაინულმა Sportarena-მ ამავე ქვეყნის ჩემპიონატის 33 გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა, სადაც თითო პოზიციაზე 3 მოთამაშე მოიაზრება.
აღნიშნულმა გამოცემამ უკრაინის ლიგის 3 საუკეთესო მარცხენა მცველში ირაკლი აზაროვიც მოახვედრა და დაწერა, რომ მისთვის საქართველოს ნაკრების კარის დაკეტვა დიდი საიდუმლოებებითაა მოცული:
შახტარს დაცვის ფლანგებზე საკმაოდ დიდი კონკურენცია აქვს და არის შანსი, რომ ის კიდევ უფრო გაიზარდოს. ირაკლი აზაროვი ძირითადად მარცხენა ფლანგზე ასპარეზობდა. ირაკლი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია და მისგან კარგი თამაში ვიხილეთ როგორც თასის ფინალში, ისე ჩემპიონატის მატჩებში. ფაქტი, რომ ის საქართველომ არ გამოიძახა, საკმაოდ უცნაური და საიდუმლოებით მოცული ამბავია. ირაკლი ისევე იმსახურებს ნაკრებში ყოფნას, როგორც გიორგი გოჩოლეიშვილი.
- წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელმა უკრაინის ჩემპიონატში შახტარის მაისური 22-ჯერ მოირგო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.