რუსმა მწვრთნელმა და იაროსლავის შინიკის დამრიგებელმა დიმიტრი ჩერიშევმა ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა, სადაც ორიოდე რამ საქართველოს ნაკრებზეც თქვა.
საქართველო პირველად მოხვდა ასეთ ძლიერ ტურნირზე. კვარაცხელია სერია A-ში თამაშობს, რაც ბევრს ამბობს, მაგრამ საქართველოს ნაკრები ნაპოლი არ არის. აქ სხვა ფეხბურთელები თამაშობენ. ქართველებისგან სიურპრიზს არ მოველი. თუ ისინი ჯგუფს დაძლევენ, დიდი სენსაცია იქნება
შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ.