UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვილი სანიოლის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ფრანგმა სპეციალისტმა ეროვნულ ნაკრებზე და მოახლებული ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.
მარტის თამაშების დრო რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ. თავიდან ვერც ვაცნობიერებდით ამას, თუმცა მალევე მივხვდით, რომ ისტორია დავწერეთ და გერმანიაში მივემგზავრებოდით.
ჩემს გუნდს რომ ვუყურებ სიამაყით ვივსები. ყველაზე მეტად იცით რა მეამაყება? თუ დააკვირდებით, ჩვენი ფეხბურთელები 2-3 წლის წინანადელთან შედარებით განვითარდნენ და ახლა სულ სხვა ფიგურები არიან. ყველამ აბსოლუტურად მიდგომა შეცვლა, განვითარდა, ახალი ცხოვრება დაიწყო. ამ ყველაფერმა კი შედეგი მალევე გამოიღო.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი ჩვენს გუნდს 2021 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანლობით ნაკრებმა 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 მოიგო, 12 წააგო და 5 ფრედ დაასრულა.